მუზეუმის მოყვარულთა კლუბის პრეზენტაცია

ღონისძიების შესახებ

სსიპ აჭარის მუზეუმმა , მუზეუმის საერთაშორის დღე საზეიმოდ აღნიშნა. ჩატარდა მუზეუმის მოყვარულთა კლუბის პრეზენტაცია , რომელიც აჭარის მუზეუმის დირექტორმა თეონა ზოიძემ და მოადგილე ინგა გოგიბერიძემ წარადგინეს, ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე დაესწრო.
ღონისძიების მხარდამჭერი ხელოვნების უნივერსიტეტი და ააიპ ბათუმის კულტურის ცენტრი გახლდათ. უნივერსიტეტის სტუდენტებმა აჭარის ხელოვნების მუზეუმში საინტერესო პერფორმანსით მუზეუმში გამოფენილი პორტრეტები გააცოცხლეს.
მადლობას ვუხდით ხელოვნების უნივერსიტეტს და ბათუმის კულტურის ცენტრს.
დღის ბოლოს, მუზეუმის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა თეონა ზოიძემ მადლობის სიგელით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორის მრჩეველი, პროფესორი, ემირიტუსი ამირან კახიძე და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდის კატალოგიზატორი ნათელა შერვაშიძე.

 

გაზიარება